ავტორი გიორგი მამაცაშვილი
მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს სახედაკარგულებს უწოდებს და მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ზონდერ-ოპოზიცია არ იმსახურებს ვახტანგ გომელაურის მსგავს შს მინისტრს.
მამაცაშვილი აქციის წყლის ჭავლით დაშლის ფაქტს ეხმიანება და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, მომიტინგეების სასტიკი მეთოდებით დარბევას იხსენებს.
"26 მაისის „ბართლომეს ღამე“ თუ ვერ განგისხვავებიათ წყლის ჭავლით დაშლილი აქციისგან, მართლა „ბარაქალა“ თქვენ!
უმადურობა კი არა, უნამუსობა და სახის დაკარგვა ჰქვია თქვენს საქციელს და ესაა მწარე სიმართლე!
თქვენი გამკვირვებია, თორემ უგულავას და ბოკერიას რა უნდა მოვთხოვო, 26 მაისს დახოცილი და ცხრა წლის განმავლობაში დახვრეტილი ახალგაზრდების სისხლი დღემდე არ შეშრობიათ და მეტიც - ამით დღესაც ამაყობენ კიდეც!
ცალსახად უნდა ვთქვა: სააკაშვილის ზონდერ-ოპოზიცია არ არის გომელაურის მინისტრობის ღირსი!
არც პოლიციელთა გმირობის ტოლფასი მოთმინების ღირსია ეს სეპარატისტული „ბრიაშკა“, თორემ ბოკერიას და უგულავას მუქარებს მიტინგებზე კი არ უნდა ვისმენდეთ, ციხის საკნიდან თავს ვერ უნდა ყოფდნენ, წესითა და კანონით!
სააკაშვილის და მისი „გებელსის კანტორა“ სწორედ მერაბიშვილსა და ახალაიას იმსახურებს ძალოვან მხარედ და მიტინგის დამრბევად!", - წერს გიორგი მამაცაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.