logo_geo
eng_logo
ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრები დღეს, პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან
- +

28 თებერვალი. 2016. 11:50



საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.


წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან „ქართული ოცნების" დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას.


განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც იქნება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner