საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.
წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან „ქართული ოცნების" დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას.
განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც იქნება.