logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციას 100%-იანი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს
- +

9 ივნისი. 2016. 15:03


საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას წლის ბოლომდე აუციულებლად მიიღებს. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, იგი ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა და აღნიშნულ ინფორმაციას მასზე დაყრდნობით ავრცელებს.


„მე ვფიქრობ, არადამსახურებულად საქართველო მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. თურქეთს და კოსოვოსაც უნდათ ვიზა-ლიბერალიზაცია. საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ უახლოეს დროში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზა-ლიბელარიზაციის მიღება. ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა ერთი თვის წინ. თუ გნებავთ, მის სიტყვებასაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-იანი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner