logo_geo
eng_logo
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
- +

29 ნოემბერი. 2019. 14:42

 

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

შსს ინფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აიყვანეს.

 

დაკავებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

 

აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხდომები დაიწყო, მათ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner