logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს – აფხაზებს და ოსებს და ამავე დროს გავაერთიანებთ ტერიტორიებს
- +

9 ივნისი. 2016. 15:03


საქართველოს ყოფილი პრემიერ­მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ავლევში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება.



ახალი აღმაშფოთებელი პროვოკაცია მივიღეთ, როგორც მე ვადევნებ თვალს, სახელმწიფო მოხელეებმა ჯანსაღი რეაქციები გააკეთეს.  „ნაციონალურ მოძრაობისგაუგებარი ქმედების შედეგი იყო ის, რომ მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ისინი ძალიან დაეხმარნენ რუსეთს, რომ განეხორციელებინათ ის, რაც განახორციელა. მათ უაზრო ქმედებებით მივიღეთ ჩვენ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს. არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებზე და თანამეგობრობის დახმარებით უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც მათი ქმედებების შედეგია. გასაგებია, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული, აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს და ამავე დროს გავაერთიანებთ ტერიტორიებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner