logo_geo
eng_logo
საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა - გერმანიის მთავრობის პოზიცია
- +

9 ივნისი. 2016. 15:08


საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ თანხმობას გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს. ამის შესახებ „პირველს" საქართველოში გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს.


„კომისიამ დაადასტურა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების კრიტერიუმების შესრულება საქართველოს მიერ. ამჟამად ბრიუსელში შესაბამის ორგანოებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზარეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებზე. 

 

ამ კონსულტაციებისას, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ასევე სიტუაცია ევროკავშირსა და გერმანიაში. იქ ამჟამინდელი სამიგრაციო კრიზისის გამო, გაიზარდა უსაფრთხოების კუთხით არსებული შიში შემდგომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.  უსაფრთხოების ამ საკითხებში ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან", - ნათქვამია განცხადებაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner