logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: 100 არასრულწლოვანზე გათვალისწინებული მე-11 დაწესებულება „გარეთ სტვენიების“ პირობებში იყო გადავსებული, დღეს კი...
- +

29 ნოემბერი. 2019. 18:34

 

„100 არასრულწლოვანზე გათვალისწინებული მე-11 დაწესებულება „გარეთ სტვენიების“ პირობებში იყო გადავსებული, დღეს კი ამ დაწესებულებაში არის მხოლოდ 23 ბავშვი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქციის მონაწილეები მის გარეთ გასვლას ელოდებოდნენ.

 

მინისტრი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრის შესახებ აცხადებს: „შეხვდებიან, ალბათ, და აუხსნიან ოფისის პირობებში, რომ არ შეესაბამება გერმანული მოდელი კონსტიტუციას“.

 

თეა წულუკიანმა, ასევე, მიმართა ოპოზიციას, მოემზადონ არჩევნებისთვის.

 

„მოემზადეთ არჩევნებისთვის, ხალხი იტყვის თავის სათქმელს. 2020-ში იტყვის ამომრჩეველი, უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“ თუ უნდა დარჩეს. თუ უნდა დარჩეს, რამდენი წარმომადგენლით, უნდა დაბრუნდნენ თუ არა ნაციონალები საქართველოს ხელისუფლებაში. იქნებ საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ ნაციონალები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რატომ არ უნდათ, მოემზადონ არჩევნებისთვის. მაგრამ მათ იციან, როგორც ჩანს, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

მინისტრის განცხადებით, არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს.

 

„არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები, მათი ყოფილი ნაწილები და დანაყოფები“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner