logo_geo
eng_logo
სფერო ჰოლდინგი: მევახშეებისგან გადარჩენილი მოქალაქე და ქონება
- +

29 ნოემბერი. 2019. 22:54

 

სფერო ჰოლდინგი - ახალი პროდუქტი საქართველოს რეალობაში. ეს კომპანია ერთი წელია, რაც არსებობს და მისი საქმიანობიდან გამომდინარე უამრავი მოქალაქე გადაურჩა მევახშეებისგან და კერძო იპოთეკარებისგან ქონების წართმევას. სფერო ჰოლდინგი ყიდულობს იპოთეკით დატვირთულ ბინებს, უძრავ ქონებას და მესაკუთრეს გარკვეულ შეთანხმებულ ვადებში უსტუმრებს თანხებს. თავად შედარებით დაბალ ფასში უკეთებს ქონებას რეალიზებას და ჭადრაკის პრინციპით უნიკალური სქემით მუშაობს. საკუთარ ბიზნესსაც აძლიერებს და დაზარალებული ადამიანებიც გამოჰყავს ამ ჩიხიდან. 



​ადამიანი, რომელიც საცხოვრებელს და ქონებას კარგავს, მისთვის საუკეთესო გამოსავალია აღნიშნული კომპანია. სფერო ჰოლდინგის პრეზიდენტი გიგა წულეისკირი უამრავ მნიშვნელოვან პროექტს გეგმავს, როგორც სასტუმროების კუთხით, ასევე, საინვესტიციო ნოვაციების მიმართულებით. სფერო ჰოლდინგს ალტერნატივა არ აქვს. ეს კომპანია სერიოზულად მუშაობს დეველოპმენტის მიმართულებით. უახლოეს მომავალში იწყებენ კორპუსების მშენებლობას, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და ქვეყნის სხვა რეგიონებში. 



მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ არსებობს ეს გამოსავალი და შესაძლოა ადამიანებმა გადაარჩინონ საკუთარი კაპიტალის ნაწილი მაინც, თუ მთლიანად არა. წესით, სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს სფერო ჰოლდინგს განვითარებისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ გიგა წულეისკირს ამ მეტად მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო ბიზნესში.  

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner