logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: რაც შეიძლება მეტი ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის შესაძლებლობა
- +

29 ნოემბერი. 2019. 23:22

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობის საბოლოო ამოცანაა, როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.

 

როგორც თურანავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა, მთავრობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს დღევანდელი ინიციატივაც - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც მინიმუმ 2500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

 

ასევე ძალიან ბევრი სხვა ინიციატივაა აქეთკენ მიმართული. ჩვენი მუშაობის ხარისხი და წარმატება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმით გაიზომება, რამდენი დასაქმებული ადამიანი შევძინეთ საქართველოს, რამდენ ოჯახს გაეზარდა შემოსავალი სამეწარმეო, ან დაქირავებული საქმიანობიდან თუ მცირე ბიზნესიდან. ყოველგვარი გადაჭარბების გამო ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი კრიტერიუმი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ინტერვიუს დროს ეკონომიკის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა დასაქმების კუთხით პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ინიციატივაზე და მას რევოლუციური უწოდა. 

 

მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენისკენა არის  მიმართული.

 

 „ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენა  ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ე.წ. ცირკულარული მიგრაციის უფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ვიბრძოლეთ და 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ თავს ვგრძნობთ საერთო ევროპული სახლის ნაწილად და მოდით, რეალურადაც გავხდეთ  მისი ნაწილი, რომ დღეს, თუ ადამიანს ენდომება დასაქმება რომელიმე ევროპულ, განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოში, ჰქონდეს ამის გაკეთების ღირსეული იურიდიული გზა და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიცავდეთ საკუთარ მოქალაქეს და მის შრომით უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მოსახლეობას მეტი ახსნა სჭირდება, თუ რა იგულისხმება ამ ინიციატივის მიღმა. მან ასევე განმარტა ტერმინი „ცირკულარული მიგრაცია“ და აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი დასაქმება და ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება უკან, თავის ქვეყანაში. ამასთან, ისინი სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლიც აქვთ იმ ქვეყნის მოქალაქეებს. შემოსავლის გარდა, იძენენ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ცოდნას თავისი ქვეყნის ეკონომიკას ახმარებენ. 

 

თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი და მოდით, დავეყრდნოთ სხვა ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, რომელიც მიღებულია და აღიარებული წარმატებულ პრაქტიკად. ეს პოლიტიკა ძალიან წარმატებით განახორციელა თუნდაც პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner