logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: აქამდე, ერთი კაცი ირგებდა კონსტიტუციას პიჯაკივით, ახლა ყველას ერთად უნდა
- +

30 ნოემბერი. 2019. 01:04



"გერმანული მოდელი არის გამოსავალი, მას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, თუ უნდათ შეცვალონ კონსტიტუცია", - აცხადებს ეკა ბესელია.

 

გამაგებინეთ, თუ არჩევნების ჩატარების წესი არ არის კოსტიტუციის საქმე, მაშ, რაღა ემორჩილება კონსტიტუციას?

თავს ისულელებთ აშკარად, რადგან ხალხი თქვენზე ბრძენია. აქამდე ერთი კაცი ირგებდა კონსტიტუციას პიჯაკივით, ახლა ყველას თავისი წილის მორგება მოუნდა. ცდილობენ. რას კარგავენ? იქნებ და გამოუვიდეთ.

 

ვინ დგას დღესწ ქუჩაში, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სანამ ხელისუფლებაში იყვნენ პროპორციული სისტემის ყველა შანსი მოსპეს. ქართველ პოლიტიკოსებს ერთი სენი სჭირთ, სანამ ხელისუფლებაში არიან, კანონებს სხვების უფლებების შესაზღუდად და საკუთარის გასაძლიერებლად იყენებენ. მერე, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში, ტრიბუნაზე აღმოჩნდებიან და ხალხს ატყუებენ, კანონში ასე კი არა, ისე წერიაო. 

 

ერთხელ და სამუდამოდ, ან მოექეცით კონსტიტუციის ჩარჩოებში და იმოქმედეთ ისე, როგორი კანონებიც მიიღეთ, ან ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე გადაგისვრით. კანონები მარტო რიგითი მოქალაქეებისთვის არ არის, თქვენც იგრძენით მისი ძალა!!!!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner