ეროვნული ბიბლიოთეკასთან გამრთული აქციის დროს დაკავებულ "ლეიბორისტული პარტიის" წევრს ლაშა ჩხარტიშვილს სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, რადგან ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მას 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატის ია სირანაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ლაშა ჩხარტიშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედებოდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.