logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
- +

30 ნოემბერი. 2019. 11:17

 

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში  მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და  ამჟამად  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს  დაბადებული კ.ხ.  და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ.  დააკავეს.

 

მათ ბრალი, ჯგუფურად არაერთგზის  ჩადენილ  ქურდობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 10  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს,  4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი  ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ  ბრალდებულმა კ.ხ. - მ  მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის  ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“  „გ“  და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner