logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი უაზრო ქმედებებით ძალიან დაეხმარა რუსეთს ოკუპაციაში
- +

9 ივნისი. 2016. 15:23


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების აღმართვის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავისი უაზრო ქმედებებით ძალიან დაეხმარა რუსეთს ოკუპაციაში.



კიდევ ახალი პროვოკაცია მივიღეთ აღმაშფოთებელი, რაზეც მე, როგორც ვადევნებ თვალს, სახელმწიფო მოხელეებმა ყველამ ჯანსაღი რეაქცია გააკეთეს. ეს უნდა გავაგრძელოთ. „ნაციონალური მოძრაობის" და მათი ლიდერის გაუგებარი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ, მათ რიცხვში ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი ძალიან დაეხმარნენ რუსეთს, რომ განეხორციელებინა ის, რაც განახორციელა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე. უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება. პრობლემის გადაწყვეტას სჭირდება დიდი მოთმინება, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის აშენება და დრო, იმისთვის, რომ აფხაზებმა საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება გადაწყვიტონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner