ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ბიჭი შეეძინათ. წყვილმა შვილს ბერუკა დაარქვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს:
„ბერა ივანიშვილს ვულოცავ პატარა ბერუკას დაბადებას, ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს პირველ შვილიშვილს!“ - წერს ჯღარკავა.
პატარა ივანიშვილი 29 ნოემბერს დაიბადა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.