logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე მოლაპარაკებებში მოძრაობა „სირცხვილიას“ ჩართვაზე: ეს არ არის ფორმატი, სადაც აქტივისტები მონაწილეობენ
- +

30 ნოემბერი. 2019. 18:40

 

„ეს არ არის ფორმატი, სადაც აქტივისტები მონაწილეობენ , ეს არის ფორმატი,სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჩვენი პარტიორები მონაწილეობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - იქნება, თუ არა შემდეგ შეხვედრაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ადგილი.

 

ამასთან, თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციას მისცეს დრო რამდენიც მათ დასჭირდებათ, გააგრძელონ აქციები, თუ პროტესტი იმ კანონმდებლობის ფარგლებში, როგორც მათ ეს სურთ და წარმოუდგენიათ.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამით კონკრეტული პოლიტიკური შეთახმების მიღწევა შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ პოლიტიკურ ფორმატებში და ეს საერთაშორისო საზოგადოებამ თავის რეკომენდაციებში, თავის რჩევებში დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასე, რომ ჩვენ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციებისთვის მზად ვართ, სადაც უკვე ალბათ, სხვა საკითხებს განვიხილავთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner