logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვერავინ დაგვაბრალებს, რომ თუნდაც ასეთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან დისკუსიაში არ შევდივართ
- +

30 ნოემბერი. 2019. 18:41

 

 

„მეორე ეტაპზე ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ თემაზე, რაც თავსებადი იქნება რაციონალიზმთან და კონსტიტუციასთან და ბუნებრივია, ჩვენ ამისათვის ღია კარი დავტოვეთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

„გერმანულ მოდელზე“ საუბარს აზრი არ აქვს. სულ რომ ყველა დავეთანხმოთ, ყველანი ერთად გავგიჟდეთ და ერთი კაციც რომ აღმოჩნდეს, რომელიც გაასაჩივრებს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში, 100%-ით დავას მოიგებს. სხვათა შორის, ეს მესიჯი დღეს ცოტა გვერდით გაწიეს და სხვა თემებზე იყო საუბარი. მე დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არ არის ჩვენი შეთანხმების თემა. მეორე ეტაპზე ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ თემაზე, რაც თავსებადი იქნება რაციონალიზმთან, კონსტიტუციასთან და ბუნებრივია, ჩვენ ამისათვის ღია კარი დავტოვეთ. ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ არ შევდივართ დისკუსიაში, თუნდაც ასეთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან. დისკუსიაში შევდივართ, მაგრამ დისკუსიის საგანი უნდა იყოს კონსტიტუციასთან თავსებადი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner