logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება!
- +

9 ივნისი. 2016. 15:31


ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. არეშიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში მოხვდება 6-7 პოლიტიკური პარტია. პირველ ადგილს დაიკავებს „ქართული ოცნება", მეორე ადგილზე რომელი პოლიტიკური ძალა გავა - გაურკვეველია. არეშიძის თქმით, მმართველი გუნდის გარდა,  პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას", „პატრიოტთა ალიანსს", „რესპუბლიკელებს", „გირჩს", თამაზ მეჭიაურის, ირაკლი ალასანიას და პაატა ბურჭულაძის პარტიებს.

 

„მაღალი ალბათობით გამორიცხულია, რომ ორპარტიული პარლამენტი მივიღოთ. მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება. ბევრ პოლიტიკურ პარტიას აქვს ამბიცია, მოხვდეს ხელისუფლებაში. ამომრჩეველთა ხმები სერიოზულად გადანაწილდება. პარლამენტში 6-7 პარტია იქნება წარმოდგენილი. იდეოლოგიის თვალსაზრისით იკვეთება გარკვეული პოლუსები. მეჭიაურის პარტიას აქვს გარკვეული შანსი, რომ გარკვეული ნიში დაიკავოს და ჰქონდეს წარმატების იმედი. ფინანსურად ძლიერ პარტიებს - „ნაციონალურ მოძრაობას", „ქართულ ოცნებას", პაატა ბურჭულაძეს და ალბათ „გირჩს" თავისი შანსები აქვთ. ასევე პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით „რესპუბლიკელებს" , ალასანიას და „პატრიოტთა ალიანსს"  თავისი შანსები აქვთ. „ქართული ოცნება" იქნება პირველ ადგილზე, მეორე ადგილს ვინ დაიკავებს, ამის თქმა რთულია",- განაცხადა არეშიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner