ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ძვირფასო მეგობრებო! ამ ორიოდე დღის წინ, ნაძირალა სააკაშვილმა ე.წ. „ლაივი“ ჩართო და დუჟმორეულმა პოლიციელების ლანძღვა დაიწყო. მეტიც - მოქალაქეებს (უფრო მართებულად თუ ვიტყვით - თავის ავადმყოფ მრევლს!) პოლიციელთა დასჯისკენ მოუწოდა! გავეშებული ბოდავდა და არც უკვირდებოდა, როგორ ჰგავდა 1945 წლის გაზაფხულზე დამარცხებისთვის განწირულ ფიურერს...
დიახ, ბატონებო, პირდაპირი მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება არც ჰიტლერს ეკუთვნის, არც ჩაუშესკუს და თქვენ წარმოიდგინეთ - არც გრიგოლ ვაშაძე - ბოკერიას ტანდემს!
ეს სიტყვები საქართველოს მოქალაქეობაზე უარისმთქმელის, ქვეყნიდან კურდღელივით გაქცეულისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ქართველთმოძულე მიხეილ სააკშვილის ორი დღის წინანდელი ვიდეომიმართვიდან არის ამოკრებილი.
დიახ, 26 მაისს, სასაკლაოს მოწყობა არ ეყო ქართველთმოძულე სააკაშვილს!
დიახ, 7 ნოემბერს ტელეკომპანიის დარბევა და ხალხის ქუჩა - ქუჩა დევნა - წამება არ ეყო არანაკლები სისხლისმსმელისა და ქართველთმოძულე თემურ ალასანიას დისშვილს!
დიახ, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი გამცემლიძისა და ასობით(!) ახალგაზრდის მკვლელობა არ ეყო ბოკერია - უგულავა - თარგამაძის იდეურ ბელადს!
დიახ, 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ „ჩინ - მედლებით“ რომ აპირებდა ზონდერ ბრიგადების ჯალათთა დაჯილდოვებას, იმ დათა ახალაიას სულიერ წინამძღოლს ეკუთვნის ეს სიტყვები!
ახლა, ერთიცაა: სააკაშვილი რომ თავს იგიჟიანებს და ხშირად, დორბლმორეული ერთმანეთზე უარეს ბოდვებს რომ „ისვრის“ ხოლმე, არახალია, მაგრამ ის გიჟი ნამდვილად არ არის.
დიახ, სააკაშვილი გიჟი ნამდვილად არ არის, ბატონებო!
უბრალოდ, ავადმყოფისა და სულიერად დეგრადირებულის მანტიაში გახვეული სისხლის სამართლის დამნაშავეა და აკი, სწორედ მის „ეპისტოლეებს“ მისდევენ კიდეც „ბოქლომდადებულები“...
რაც ამ ქვეყანაში ყოფნისას დააკლო ხალხს და სახელმწიფოს, არ ყოფნის და ახლა, შორეული „მოუსავლეთიდან“ იძლევა ახალ დირექტივებს.
აბა თქვენ იცით, წლების განმავლობაში სააკაშვილთან მებრძოლო „წამებულებო“ და დღეს ამ გიჟთან მუხლმოდრეკილებო(!)!
აბა, თქვენ იცით, სათითაოდ აღნუსხეთ სახელმწიფო ინსტიტუციის ყველა დამცველი, მერე ერთბაშად შეიტანეთ საჩივარი მათ წინააღმდეგ და ბოლოს, როგორც კაციჭამია ბელადი შემოგითვლით, ისე მოიქეცით!
აკი, თქვენს გვერდში მყოფმა გებელსმა - ბოკერიამ პრაქტიკაშიც დაიწყო პოლიციელებთან „კაჩაობის“ ახალი მეთოდის დანერგვა.
ისევ მუქარა!
ისევ დუჟმორეული სირბილი!
ისევ სისხლი!
ისევ შანტაჟი!
თუმც, გახსოვდეთ - აღარ გაგივათ მსგავსი სიბეცე და სიბინძურე!
P.S. ყველა პოლიციელს, რომლებიც დღეს ქვეყანას იცავენ თქვენნაირი ნაძირლებისგან, რომლებიც კანონის უზენაესობას იცავენ დუჟმორეული გიჟებისგან, ყველას რომ დაიჭერთ და დასჯით, არ დაგავიწყდეთ თავების „მოთაგვა“ და სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერა - „პოლიციელი გმირია!“
P.P.S. არადა, პოლიციელი მართლა გმირია!
ამ გიჟის გასაგონად კი, წივწივაძისეულად შევძახებ - მიხა, გეყოფა, დეპოში ხარ!