logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: შეჭირვებულმა მოსახლეობამ, შეიძლება, სწორი ანალიზი ვერ გააკეთოს
- +

9 ივნისი. 2016. 15:52



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც  გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებას ესწრებოდა, მის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა.



ჩვენ უნდა გავიგოთ და კარგად ვისწავლოთ ჩვენი უფლებები და ასევე გავიაზროთ ჩვენი მოვალეობები. თუ ვერ მოვახერხებთ იმ მინიმალური მოვალეობის შესრულებას, რაც მოქალაქეს აკისრია, მივიღებთ ბევრ გაუგებრობას. ჩვენ საოცარი გარდატეხა მოვახდინეთ 4 წლის განმავლობაში. ის, რომ დიქტატურისკენ მიმავალი ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავსვით, არ იყო მარტივი. ამას დაჟინებული შრომა სჭირდებოდა. ეს ხელიდან არ უნდა გავუშვათ, მითუმეტეს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც დაინერგა ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ და ახლოსაა ევროპულთან, სჭირდება გაღრმავება. ამ დროს ეკონომიკა ძალიან განსხვავდება ევროპული ეკონომიკისგან, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტითჯერ და უფრო მეტჯერ ჩამოვრჩებით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს. ამ დროს ასეთი ტიპის დემოკრატია შეიცავს გარკვეულ ხიფათსაც, რომ შეჭირვებულმა მოსახლეობამ, რომელიც საკმაოდ გვყავს ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება, სწორი ანალიზი ვერ გააკეთოს და ხელისუფლების ბრალეულობად ჩათვალოს ის, რაც ხდება.

ეს გაჭირვება არის. 3­4 წელიწადში ამას ვერ მოვერეოდით და ვერც მოვერიეთ, თუმცა ტენდენცია კარგია და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. ამ გამარჯვებას 10­15 წელიწადი დასჭირდება, თუ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და გამჭვირვალე ხელისუფლება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner