logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს კარგი რესურსი აქვს!
- +

9 ივნისი. 2016. 15:53


 

„ირაკლი ღარიბაშვილს კარგი რესურსი აქვს, ნებისმიერ დროს შეაღებს პოლიტიკაში კარებს. თუ მიაქციეთ ყურადღება, ყრილობაზე მოვიდა და მქუხარე ტაშით შეხვდნენ, ცოტა შემშურდა კიდეც", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში" მედიასთან შეხვედრისას ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


კითხვაზე, არის თუ არა დრო, ღარიბაშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ღარიბაშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს.


„ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, კრიზისული არაფერია დღეს „ქართულ ოცნებაში", განსაკუთრებულიც არაფერი ხდება. მან მისცა საშუალება გუნდს და მე ამას ძალიან ვაფასებ, ის წავიდა თავის წარმატების ზენიტში და გააგრძელა ის ტრადიცია, რაც მე დავამკვიდრე. ეს არის შეუფასებელი.

 

ის, რომ დღეს პოლიტიკაში გვყავს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს რესურსი, რომელიც უყვარს საზოგადოებას და რომ რაღაც მოხდეს, მას შეუძლია კიდევ ახალი ძალა ჩამოაყალიბოს ან ძველს დაუდგეს მხარში, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა", - განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner