„დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია, მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „Bloomberg“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.
„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ივანიშვილი.