logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის დაწყებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით
- +

1 დეკემბერი. 2019. 16:20

 

 

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის დაწყებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. თავისი ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების და გეოპოლიტიკური შინაარსის მიხედვით პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელ უქადის. მათ შორისაა გაზრდილი წილი გატარებული ბუნებრივი აირიდან“, - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ამ პროექტით კიდევ უფრო მტკიცდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი დაუსაფრთხოების საკითხი, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ.

 

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის(TANAP) პროექტის დაწყებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. თავისი ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების და გეოპოლიტიკური შინაარსის მიხედვით პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელ უქადის. მათ შორისაა გაზრდილი წილი გატარებული ბუნებრივი აირიდან. კერძოდ: აქამდე „შაჰდენიზის“ გაზსადენით, საიდანაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება გაზი, საქართველო გატარებული გაზის 5%-ს იღებს, რაც 300 მილიონი კუბური მეტრი გაზია, ხოლო ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროპას მიეწოდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს. ამ პერიოდისათვის მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ხოლო დასაწყისისთვის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

 

ამ პროექტით კიდევ უფრო მტკიცდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი დაუსაფრთხოების საკითხი, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. კერძოდ, TANAP-ის პროექტის გაგრძელება ტრანსადრიატიკული მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენთან რაიმე საფრთხე შეექმნა მილსადენს, მაგალითად აგრესორი ქვეყნის მხრიდან, პრობლემა შეექმნება ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირით მომარაგების ნაწილში, რაც დამატებითი გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ახლა უნდა დავსხდეთ და კარგად მოვიფიქროთ, საქართველოში დარჩენილი გაზის წილით როგორ ვისარგებლოთ მაქსიმალურად ეფექტურად“, - წერს შოთა გულბანი.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტის ინაუგურაცია გუშინ შედგა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner