პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია სააგენტო PIA.GE-თან ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი, TANAP-ის სახელწოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს ჩვენს ქვეყანას.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროქტის ფარგლებში პირველად გაშვება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას ერთმანეთთან. ამაზე ბევრჯერ თქმულა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმა მნიშვნელოვნად საჭიროა.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის წარმოების პროცესში ყოველთვის წამყვანი როლი ეკავა იმ ენერგორესურსებისადმი და სატრანსპორტო კულტურებისადმი წვდომის საკითხებს და ის ქვეყნები ახერხებენ სწორ და გრძელვადიან, სტაბილურობაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ამ რეალობის გათვალისწინებით მოძრაობენ საერთაშორისო პოლიტიკაში. ამდენად, პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2026 წლამდე უკვე 31 მლნ კუბომეტრამდე იგეგმება გატარება, ცხადია, არამარტო ეკონომიკური მნიშვნელობის, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის დაცულობისაკენ მიმართული“, - ამბობს რომან კაკულია.
ცნობისთვის, გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა.
TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.