logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ყველას ინტერესშია, პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად იყოს გამოძიებული
- +

28 თებერვალი. 2016. 11:51



პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ყველას ინტერესშია, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული.


ბესელიას მიაჩნია, რომ  წინასწარი შეფასებები მოტივთან დაკავშირებით არამართებულია.


საჭიროა ყველა მხრიდან ისეთი განწყობა, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებობა, რაც შეიძლება მოკლე დროში, სრულყოფილად და ობიექტურად გაეცეს ყველა მთავარ კითხვას პასუხი. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner