საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსად კახა კალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ ყოფილა.
„კახი არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი. როცა პოლიტიკაში მოვედი და კახის პირველად შევხვდი, შევეკითხე, სად ისურვებ და სად ხედავ შენს ადგილს-მეთქი და დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მიპასუხა: სადაც მეტყვით, გინდათ - დაცვაში, გინდათ თავდასხმაში, გინდა თავზე დავდგები, ოღონდ ჩემს ქვეყანას მოვემსახუროო. ასეთი კაცია კახი კალაძე. მან იცის შრომის ფასი და შემთხვევით არ მიუღია მიღწევები ფეხბურთში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.