logo_geo
eng_logo
შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- +

1 დეკემბერი. 2019. 16:28

 

შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

 

ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner