ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა. ანი მძიმე სენით იყო დაავადებული, რომელსაც ხანგრძლივად ებრძოდა.
ჟურნალისტი ორი შვილის დედა იყო. ანი მამულაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიაში.
„რეპორტიორი“ მწუხარებას გამოთქვამს ანი მამულაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.