ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს 1 სექტემბრიდან დაიწყებს, თუმცა, ჯერჯერობით არ იცის, რომელ რეგიონში ჩავა პირველად.
„ვფიქრობ, კვირაში ორი შეხვედრა გავაკეთო - ორშაბათს და ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და ალბათ, თბილისშიც მომიწევს ერთი ან ორი სატელევიზიო გამოსვლა და აქტივთან შეხვედრა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.