logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, ჩვენმა შვილებმა უნდა გააკეთონ!
- +

9 ივნისი. 2016. 15:59


ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „20/30"-ის შექმნის იდეა სტუდენტ გიორგი მამულაშვილს ეკუთვნის და ივანიშვილმა სწორედ მას ჩააბარა ორგანიზაციის მმართველობა.



გიორგი მამულაშვილმა შემომთავაზა საზოგადოებრივი მოძრაობა 20/30"-ის შექმნა. გარწმუნებთ, რომ არავითარი მოლაპარაკება ჩემგან არ ყოფილა. მე ისიც ვაღიარე ჟურნალისტებთან, რომ ვერ მოვახერხე და ვერ შევძელი საზოგადოება 20/30"-ის გაფართოება იმ დონეზე, რისი სურვილიც გამაჩნდა. ვერ ჩამოვაყალიბე და ვერ მოვახერხე ისეთი რაოდენობის პიროვნებების გაერთიანება, რომელიც გახდებოდა რაღაცა მუხტი საზოგადოების და მიმმართველი, რაზეც ფართო საზოგადოებას შეეძლებოდა გაეკეთებინა ორიენტაცია. ახლა გიორგის ვაბარებ. რაც მე ვერ გავაკეთე, გიორგი გააკეთებს, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, ჩვენმა შვილებმა უნდა გააკეთონ და იმედი მაქვს, გიორგი თავის ენერგიას და ნიჭს მოახმარს იმასაც, რომ საზოგადოება უფრო გაფართოვდეს, გაძლიერდეს და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner