logo_geo
eng_logo
ნინა კობახიძე: ყველა ბავშვი ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და დაზღვეული
- +

2 დეკემბერი. 2019. 15:14

 

 

„ბიზნესლიდერთა ფედერაცია - ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ბავშვებზე უნდა მოვიფიქროთ რამე ერთად ... ან საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ყველა ბავშვი ამ ქვეყანაში იყოს დაცული და დაზღვეული 100-ათასლარიანი ლიმიტით მინიმუმ ან გავერთიანდეთ და ყველამ სოციალური პასუხისმგებლობასავით ბიზნესმა ბავშვების ფონდი შევქმნათ... ან სოლიდარობის ფონდი გავაძლიეროთ კიდევ მეტად.

 

 

დაახლოებით 60-დან 100 დოლარამდე გვინდა წელიწადში, რომ დავაფინანსოთ უკვე დაავადებული ბავშვების ყველანაირი მკურნალობა და ამის ნახევარიც არ დაsჭირდება საქართველოს ყველა ბავშვის დაზღვევას.

 

 

ყველას გვტკივა, ყველას გვეხება, წარმოუდგენელია, ვინმე ბედნიერი იყოს, როცა ირგვლივ ამდენი ბავშვი წვალობს.

 

ამისთვის ღირს შრომაც და ბრძოლაც“, - წერს კობახიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner