logo_geo
eng_logo
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს
- +

2 დეკემბერი. 2019. 15:15

 

 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახალგორის მცხოვრებლებს, რომელთაც სასწრაფო და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით შეუძლიათ გადავიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა.

 

ამასთან, ოსური მხარის ცნობით, ახალგორიდან პენსიონერებისთვის, რომელთაც არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის და/ან რუსეთის მოქალაქეობა და პენსიას მხოლოდ საქართველოდან იღებენ“, სპეციალური პირობები შეიქმნება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner