logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: თანდათან უფრო მეტი ინვესტიციებიც შემოვა, თუ ამ მიტინგობანას და ქვეყნის რყევას თავს დაანებებთ
- +

2 დეკემბერი. 2019. 15:19

 

 

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მეგობრების პოსტიდან, ახლა მივხვდი ბიძინაჩვენმა რაზეც ილაპარაკა...

 

 

მეგობრის კომენტარიდან მცირეოდენი, მაგრამ აუცილებელი განმარტება!

...

 

პატარა განმარტებას გავაკეთებ, რადგან კარგად ვიცი ეს თემა, უკვე წლებია დაინტერესებულია პირადად ჩემიანი, რომ საქართველოდან 2 გერმანულის მცოდნე ხელოსანი წაიყვანოს, თან საკუთარ ფირმაში, ვინაიდან ძალიან ესაჭიროება, სცადა, მაგრამ არ მისცა გერმანიამ საშუალება, რადგან არ არის პროფესიონალი ხელოსანი, ვერ აკმაყოფილებს გერმანულ სტანდარტებს. ამის გამო დამქირავებელს პრობლემა ექმნება, რომ მერე გერმანიის ხელისუფლება არ ჩაიბარებს იმას, რაც შექმნეს. წარმოიდგინეთ საკუთარი სახლის ასაშენებლადაც ვერ წაიყვანს ჩემი სიძე საქართველოდან ხელოსანს, რადგან სახლს არ გაუფორმებენ, სტანდარტებს თუ არ შეესაბამება. გერმანიას აქვს ამ წუთას მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაუსაქმებელი, რაც ეკონომიკას აზიანებს, კვლევებით გაანგარიშებულია, რომ რამდენიმე წელიწადში დასჭირდებათ 7 მილიონი მუშახელი. ეს ადგილები თუ არ შეავსეს, მათი ეკონომიკა ზარალდება, ამიტომ გერმანიის რამდენიმე პარტია წინადადებით შევიდა პარლამენტში, რომ საქართველოდან შეიყვანონ პროფესიონალი მუშახელი და ამოსწიონ საკუთარი ეკონომიკაც, ასევე, ამით დაეხმარონ საქართველოსაც. იმავე ფორმატით დავეხმარეთ პოლონეთს, ამოვწიეთ და საქართველოსაც დავეხმაროთო. ამ მიზნით მოითხოვეს, შეიქმნას პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც კადრებით უზრუნველყოფენ და გერმანიაშიც იქნება შესაძლებელი მათი დასაქმება. ევროკავშირის ქვეყნებს ისედაც აქვთ უფლება, იმუშაონ სხვა წევრ ქვეყნებში და სანამ ჩვენ სრულუფლებიანი წევრები გავხდებით, ეს მეთოდი მოიფიქრეს, რომ არც ხალხი გაიკრიფოს, რადგან ხელშეკრულებით იქნება და უკან უნდა დაბრუნდეს. იქ ვინც არალეგალად არის, დაბრუნდება და ხელშეკრულებით წავა, ისევ ოჯახს დაუბრუნდება რამდენიმე თვეში. ასე ამოიწევს თითოეული ოჯახი და სახელმწიფოც. ამაში არაფერი ცუდი არ არის. მერე თანდათან უფრო მეტი ინვესტიციებიც შემოვა, თუ ამ მიტინგობანას და ქვეყნის რყევას თავს გაანებებენ, რა თქმა უნდა“, - წერს გიორგობიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner