logo_geo
eng_logo
პროკურორი: 16 664 000 დოლარი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომლითაც...
- +

2 დეკემბერი. 2019. 16:47

 

 

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა ბრალდების ყველა ძირეული საკითხი და გარდა ამისა, ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის კუთვნილი თანხების - საუბარია 16 664 000 დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე, მოტყუებით და შემდგომში აღნიშნული ფულადი თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს“, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ბრალდების დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერანაირი, ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი სხვა პოზიცია ვერ მოისმინა, რომელიც უარყოფდა ან გააბათილებდა ბრალდების მხარის და აღნიშნული ბრალდების ძირითად საკითხებს.

 

 

„რაც შეეხება აღნიშნულ თანხას, საქმეში არსებობს უდავო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტული თანხა, საუბარი არის 16 მილიონ 664 ათას დოლარზე, აღნიშნული თანხები აღნიშნულმა პირებმა გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომელთაც  მათ ერთი წლით ადრე, ერთი წლის წინ , 2007 წელს გაიზარდეს აქტივები „თიბისი ბანკში“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

 

გიორგი მიქავას თქმით, საუბარია იმაზე, რომ  მოცემული პერიოდისთვის,   როგორც ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თუ ჰქონდათ დაახლოებით, 6% აქციებისა, შემდგომში გაუხდათ 35-36 % აქციები, როგორც ფიზიკურ პირებს „თიბისი ბანკში“.

 

 

„თუმცა, ამაზე როდესაც ჩვენ ვეკითხებით ბრალდებულებს, მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. გარდა ამისა, როდესაც ისინი უტრირებენ და სპეკულირებენ 2008 წლის ომის თემით, რომ მათ ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის გადახდა, ამავე დროს საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე უდავოდ დასტურდება , რომ 2008 წლიდან 2019 წლამდე ან 2018 წლამდე მათ, კერძოდ, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ხაზგასმით აღვნიშნავ, დეკლარირებული შემოსავლის სახით, მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი, მიიღეს 74 მილიონი ლარის შემოსავალი, რითაც დასტურდება, რომ მათ არათუ ვერ გადაიხადეს, არ გადაიხადეს აღნიშნული თანხები და აღნიშნულით პირდაპირ დასტურდება და ამით დგინდება აღნიშნული დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის მოტივი, ანგარებითი მოტივი, მათი მიზანი და შემდგომში,  მთელი რიგი ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს, რომელიც ადასტურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს“, - აღნიშნა  პროკურორმა.

 

 

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა  27 დეკემბერს გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner