„არავითარი კონტრაქცია არ იქნება, არაფერი გვაქვს საკონტრაქციო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი არიან მილევად რეჟიმში და მიილევიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ სჭირდება არანაირი რეაგირება იმ დესტრუქციას, რაც ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
„უმჯობესია, რეაგირება არ მოვახდინოთ, ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად მიიღწევა ის დესტრუქცია, რასაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ. კვერცხებისა და სხვა ნივთების სროლა არის აბსოლუტურად არასწორი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მოდით, ეს ხელწერა დავუტოვოთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან აქტიურად მოვუწოდებ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ. ეს არის ჩემი თხოვნა, მოწოდება მხარდამჭერების მიმართ. არავითარი კონტრაქცია არ იქნება. არაფერი გვაქვს საკონტრაქციო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი არიან მილევად რეჟიმში და მიილევიან. არავითარი კონტრაქცია ჩვენ არ გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.