ავტორი ანა ნონიკაშვილი
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის წერილთან და ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. არეშიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი არის საინტერესო, რადგან ის იღებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებლობას. არეშიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, რომელსაც დებატების სახე ჰქონდა, რამდენიმე ჟურნალისტი მხარეს წარმოადგენდა.
„დებატები მოვისმინეთ ჟურნალისტებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ზოგიერთი მათგანი მხარეს წარმოადგენდა, შესაბამისად, როდესაც მხარეა, ის უკვე ჟურნალისტი აღარ არის. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო მათი შეხვედრის ყურება.
მთავარი იყო არა ჟურნალისტებთან შეხვედრა, არამედ მისი წერილი. სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას იღებს იმ პროცესებზე, რომელიც აქამდე იყო საქართველოში და მოხდება კიდევ შემდგომში",- განაცხადა არეშიძემ.