logo_geo
eng_logo
ქობულეთში, ალამბარი-ხახუტაიშვილები-გოხიძეები-ეკლესიის მიმართულებით, საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარი ეწყობა
- +

27 ნოემბერი. 2019. 18:48

 

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ალამბარი-ხახუტაიშვილები-გოხიძეები-ეკლესიის მიმართულებით, საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარი ეწყობა.

 

ინფრასტრუქტურული პროექტი 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება.

 

ამ დროისთვის სანიაღვრე არხებისა და მილების მოწყობის და ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეტანის სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული გზა იყო გრუნტოვანი. პროექტი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

მოეწყობა 3734 კვ.მ ასფალტო-ბეტონის საფარი და 453 გრძ.მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოებს შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 341 440 ლარია.

 

აღნიშნული გზით ოცი ოჯახი სარგებლობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner