ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ალამბარი-ხახუტაიშვილები-გოხიძეები-ეკლესიის მიმართულებით, საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარი ეწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტი 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება.
ამ დროისთვის სანიაღვრე არხებისა და მილების მოწყობის და ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეტანის სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული გზა იყო გრუნტოვანი. პროექტი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მოეწყობა 3734 კვ.მ ასფალტო-ბეტონის საფარი და 453 გრძ.მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოებს შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 341 440 ლარია.
აღნიშნული გზით ოცი ოჯახი სარგებლობს.