logo_geo
eng_logo
სოფელ გვარაში, მოწყობილების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

2 დეკემბერი. 2019. 18:50

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში, მოწყობილების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება.

 

გვარა-მოწყობილების გზა დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. ოთხმოცამდე ოჯახი ახალი გზით ისარგებლებს.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7600 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 700 გრძ.მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 28 ადამიანი არის დასაქმებული. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 505 358 ლარას შეადგენს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner