logo_geo
eng_logo
აჭარის რეგიონში მიმდინარე ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლები წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო
- +

2 დეკემბერი. 2019. 18:55

 

 

აჭარის რეგიონში მიმდინარე ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლები წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, საერთო მოსავალი 55 000 ტონას შეადგენს. ძირითადი ნაწილი საექსპორტოდ დამზადდება. უკვე გატანილია 7 900 ტონა ციტრუსი. შარშანდელთან შედარებით წელს მოთხოვნა და ფასები გაზრდილია, ხოლო საექსპორტო ქვეყნებს დაემატა ლიეტუვა, სინგაპური და ყატარი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია და ყაზახეთი.

 

მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციას კოორდინაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, ციტრუსის ჩაბარების მიზნით 21 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ორი მიიღებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ მანდარინსაც.

 

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა დ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

 

დაათვალიერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს „ქართული მანდარინი“ და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. „ქართული მანდარინი“ მიმდინარე წელს 1000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსის მიღებას გეგმავს და 20000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას, რომლისგანაც კონცენტრირებული წვენი დამზადდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner