„მინდა, ნაცების და დესტრუქციული ოპოზიციის გასაგონად ვთქვა, რომ დღევანდელი საზოგადოება მკვეთრად განსხვავდება 2003 წლის საზოგადოებისგან და ის, რაც ნაცებმა 2003 წელს მოახერხეთ (რევოლუციას ვგულისხმობ), ახლა ვერ შეძლებთ. ბოდიში, მიშა, მაგრამ დიქტატურის დრო წარსულს ჩაბარდა!“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.
„გამოცხადებული რეპრესიების ქრონიკები.
სააკაშვილი, მასთან აფელირებული ადამიანები, როგორც ყოველთვის „ფორმაში“ არიან, ფორმაში ყოფნა კი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაში და მუქარაში გამოიხატება, მიშა უკრაინიდან პოლიციელებს ემუქრება და სიხარულით გვამცნობს, რომ ყველას სახელი და გვარი, ყველას მისამართი იცის და დაბრუნების შემდეგ თითოეულ ადამიანს დასჯის. ბოკერია კი სამართალდამცველს სიამაყით ეუბნება, რომ კარგი მეხსიერება აქვს და დაჭერით ემუქრება (ვაშაძის, გვარამიას და მათი „ძმების“ სხვა გამონათქვამებზე ყურადღებას არ გავამახვილებ). აღნიშნული პირები დაჭერით ემუქრებიან ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. მსგავსი მუქარა და ქმედება დამახასიათებელია დიქტატურისთვის, როდესაც ადამიანს, უბრალოდ საკუთარი შეხედულებით, ავადმყოფური მისწრაფებების გამო იჭერ. მიშა ვენდეტას სახით გვევლინება და ერთი მხრივ, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების დამცველი, მზად არის, დაიჭიროს ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, განაჩენი წინასწარ არის გამოტანილი და გადახედვას არ ექვემდებარება, აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ მოჩვენებითი დემოკრატის მიღმა ისევ ძველი დიქტატორი მიშა დგას.
სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილი, ბოკერია უგულავა ე.წ. „ტროიკას“ აღადგენენ და ადამიანებს ისეთივე მეთოდებით გაუსწორდებიან, როგორც ამას 2003-2011 წლებში აკეთებდნენ. მინდა, ნაცების და დესტრუქციული ოპოზიციის გასაგონად ვთქვა, რომ დღევანდელი საზოგადოება მკვეთრად განსხვავდება 2003 წლის საზოგადოებისგან და ის, რაც ნაცებმა 2003 წელს მოახერხეთ (რევოლუციას ვგულისხმობ), ახლა ვერ შეძლებთ. ბოდიში, მიშა, მაგრამ დიქტატურის დრო წარსულს ჩაბარდა!“ - განაცხადა ჩიხელიძემ.