logo_geo
eng_logo
აჭარაში მცხოვრებ 341 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა
- +

29 ნოემბერი. 2019. 19:02

 

 

აჭარაში მცხოვრებ 341 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.

 

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

 

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner