პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას და განცხადებას ავრცელებს.
„ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშრებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.
აქვე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზემოქმედება მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.