“ნაციონალური მოძრაობა” ანტისაოკუპაციო რეჟიმზე რომ ლაპარაკობს, მეცინება. სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც რუსებს ჩააბარეს ტერიტორიები, ყველა სტრატეგიული ობიექტი, კონსტიტუცია შეცვალეს, მთელი ენერგეტიკა რუსეთს ჩააბარეს და გაზსადენსაც აძლევდნენ, ამერიკელებს რომ ისტერიკა არ დამართნოდათ” – განაცხადა სამოქალაქო ატივისტმა მანჩო გიორგობიანმა დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში.
მანჩო გიორგობიანის თქმით, ეს ხალხი რომ გავრილოვის ღამეზე ლაპარაკობს, უკვე ძალიან სასაცილოა.
“მერე კიდევ უკვირთ, რატომ ვერ შეკრიბა 22-მდე პარტიამ 6 000 ადამიანზე მეტი მოედანზე და რატომ არ აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა? იმიტომ არ აქვთ, რომ არავის სჯერა არც მათი საოკუპაციო მიტინგის, არც მათი ეროვნული განცხადებების და რამის ყვირილის, არც მათი პატრიოტიზმის…
22 პარტიის შეკრებილი 20 000 ადამიანი ძალიან სასაცილოა, როცა ზუსტად იმდენი შეკრიბა ერთმა ირმა ინაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების სახელით ვერასდროს დაილაპარაკებს! მათი ბრძოლა არის ხელისუფლებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად პატარა ბავშვები აიფარეს ამბრაზურასავით”, – განაცხადა მანჩო გიორგობიანმა