logo_geo
eng_logo
უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე ამხილეს
- +

3 დეკემბერი. 2019. 11:05

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე.

 

ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner