logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კარგი იქნებოდა, გაგეხსენებინათ, როგორ და რანაირად დაიჭირეს თამაზ თამაზაშვილი
- +

9 ივნისი. 2016. 16:29


დღეს თქვენ ბევრჯერ ახსენეთ ციხეები და დღესაც ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით ცდილობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეიტანოს ცვლილებები, რომლითაც გადაიხედება უკანონო დაკავებები. ჩვენ ვიცით 2012 წლის 5 დეკემბრის პარლამენტის დადგენილება, რითაც პატიმართა, პირთა წრეს მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, თუმცა ეს დაკავებები დღემდე არცერთი არ არის გადახედილი. არის გამოძიებული მხოლოდ თამაზ თამაზაშვილის საქმე, რომელიც ამავდროულად არის ექს-პრემიერის სიმამრი. საზოგადოების ნაწილში ეს ტოვებს შთაბეჭდილებას შერჩევითი სამართლის. როგორია თქვენი შეფასება ამ თვალსაზრისით?" - აღნიშნული კითხვით „აჭარის" ტელევიზიის ჟურნალისტმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს „ტექნოპარკში" გამართულ შეხვედრაზე მიმართა.


როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტს განუცხადა, იგი მიიჩნევს, რომ დღეს პროკურატურაც და სასამართლოს დამოუკიდებელია.


„ვფიქრობ, რომ პროკურატურაც და სასამართლოც არიან დამოუკიდებელი დღეს. და აკეთებენ და ახერხებენ იმას, როგორც ახერხებენ. თქვენი შერჩევა, რომ მაინცდამაინც თამაზ თამაზაშვილი გაიხსენეთ. ოპოზიციაში რომ ვიყავით და დაჭერლი რომ ჰყავდათ? ეს გაქვთ მხედველობაში? და რომ გაათავისუფლეს? უფრო კარგი იქნებოდა, ის გაგეხსენებინათ, როგორ დაიჭირეს და რისთვის და რანაირად. მე ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება არის სპეკულაცია და დემაგოგია, რომ შერჩევითი გზით ხდება ეს ყველაფერი და აგერ თქვენც მოიყვანეთ მაგალითი, რომ გათავისუფლდით თურმე და არა მარტო თამაზაშვილი. მე ვფიქრობ, ეს განცდა საზოგადოებაში აღარ არის, რომ პროკურატურა ან სასამართლო შერჩევით ახერხებენ ამას. თუმცა გარკვეული შემთხვევები შეიძლება კითხვას სვამდეს. ეს შეიძლება იყოს მომავალშიც და ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება იყოს ეს. მე მახსოვს სარკოზი, თუ მიაქციეთ ყურადღება, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი  დაკითხვაზე დაიბარეს და როგორ განცხადებებს აკეთებდა... ისიც არ ენდობოდა საფრანგეთის სასამართლო სისტემას და ეჭვი ჰქონდა პროკურატურის ქმედებაზე. საფრანგეთი დემოკრატიის აკვანია ევროპაში და ეს კითხვები იქაც არის, ეს კითხვები იქნება მომავალშიც, მთავარია, ეს არ იყოს სისტემა, სისტემური არ იყოს ის, რაც ხდებოდა, რომ ერთი ჯგუფი იყო კანონს ზემოთ და ყველაფერს კადრულობდა, სხვას არავის უფლება არ ჰქონდა. მთავარია, ეს არ მოხდეს, თორემ შემთხვევითი მაგალითები შეიძლება იყოს. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჩვენ აქ რაღაც საოცრება ჩამოვაყალიბეთ, იდეალური საზოგადოება და სამყარო, ან მომავალში მოვახერხებთ ამას. საზოგადოება სანამ იარსებებს, მუდამ საჭიროებს განვითარებას და ყოველთვის იბრძვის ადამიანი, უკეთესი იყოს და უკეთესი ნახოს", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner