logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ელჩებთან შეხვედრისას, დიპლომატიურმა კორპუსმა დაინახა, რომ ოპოზიციის შემოთავაზება არაკონსტიტუციურია
- +

3 დეკემბერი. 2019. 12:42

 

 

„როდესაც ელჩებთან იყო შეხვედრა, დიპლომატიურმა კორპუსმა დაინახა, რომ ოპოზიციის შემოთავაზება არაკონსტიტუციურია და შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ამ მოდელზე გადასვლა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში ოპოზიცია სხვა მოდელზე შეჯერდება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მსჯელობა გაგრძელდება.

 

„არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში თუ სხვა რამე არის შესაძლებელი და აქვთ მოთხოვნები, ანალოგიურად შესაძლებელია მოხდეს შეხვედრა და გაგრძელდეს საუბარი“, - განაცხადა კალაძემ.

 

რაც შეეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, კალაძის განცხადებით, თემა დახურულია იმიტომ, რომ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner