logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე: საქმე აღძრულია, თუ დასაკავებელი იქნება ვინმე, დააკავებენ
- +

3 დეკემბერი. 2019. 14:02

 

 

„გეუბნებით, საქმე აღძრულია, თუ დასაკავებელი იქნება, ადამიანებს დააკავებენ“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას განუცხადა, რითაც მცხეთაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

 

შს მინისტრის თქმით, პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა.

 

„მე ვიტყოდი, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა. რა თქმა უნდა, პოლიციასთან იყო შეხლა-შემოხლა. სამწუხაროდ, მოვუწოდეთ, ჩაბრძანებულიყვნენ, ქვემოთ გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა, ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს, დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მოხდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ მცხეთაში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან ერთმანეთს ფიზიკურად მოძრაობა „გაბედეს“ წევრები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner