მთაწმინდის რაიონის გამგეობამ პანთეონსა და მამა დავითის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავდა, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, 400 გრძივი მეტრი ბორდიური და 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხი მოეწყო.
დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
საგზაო სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ „ლატი+“ განახორციელა, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯა.