logo_geo
eng_logo
შშმ პირთა საერთაშორისო დღე ხობში
- +

3 დეკემბერი. 2019. 16:37

 

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ეწვივნენ და ბავშვებს საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადასცეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით 1992 წლიდან, ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.

 

 

https://www.facebook.com/pg/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner